
„ფორდ“– ის ავტოკონცერნმა 2014 წლამდე გენკეში ქარხნის დახურვის შესახებ განაცხადა. უმუშევრად 4 ათასზე მეტი ადამიანი დარჩება. ამჟამად საწარმოს თანამშრომელთა უმრავლესობა უვადო შევბულებაშია, კონვეიერი უკვე ერთ წელზე მეტია გაჩერებულია.
ევროპის მასშტაბით „ ფორდი“–ს ზარალი 2012 წლის წინსწარი მონაცემებით 700 მილიონ ევროს აღწევს. სწორედ ამ თანხას დაზოგავს ჯგუფი გენკეში ქარხნის დახურვით.
მოდელები Mondeo, Galaxy და მინივენები S-MAX, რომლებიც ბელგიაში იწარმოებოდა, ამიერიდან ესპანურ ვლენსიაში აიწყობა.
მასალის გამოყენების პირობები