რუბრიკები
ხაჭოსა და მოცვის ტორტი
ინგრედიენტები: ხაჭო 500 გ ნაღები 35 % 300 გ შაქარი 80 გ+ 3 ს.კ ლიმონის წვენი 6 ს.კ ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") 150 გ გამდნარი კარაქი 75 გ მოცვი 300 გ მომზადების წესი: შევურიოთ ხაჭო, 3 ს,კ ლიმონის წვენი, 80 გ შაქარი ერთმანეთში და ავთქვიფოთ. ცალკე ავთქვიფოთ ნაღები და შევურიოთ ხაჭოს. მოცვი ბლენდერში პიურედ ვაქციოთ, დავამატოთ 3 ს.კ ლიმონის წვენი და 3 ს.კ შაქარი. კექსის ფორმას ჩავაფინოთ კულინარიული ცელოფანი. ჩავდოთ 4 ს.კ ხაჭოს კრემი, გავანაწილოთ კარგად და შევდოთ 15-20 წთ საყინულეში. გამოვიღოთ, დავამატოთ 2 ს.კ მოცვის პიურე, ასევე კარგად გავანაწილოთ და შევაბრუნოთ საყინულეში 15-20 წუთით. ასე გავაკეთოთ დანარჩენი ფენების შემთხვევაშიც, სანამ მთლიანად არ მორჩება მარაგი. ფხვიერი ნამცხვარი დაფხვენით, შეურიეთ გამდნარი კარაქი და მოაყარეთ ზემოდან ნამცხვარს. მსუბუქად დატკეპნეთ და შედგით საყინულეში რამდენიმე საათი. მირთმევის წინ, გადმოიღეთ ფორმიდან, რამდენიმე წუთი დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ დაჭერით. მორთეთ სურვილისამებრ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.