რუბრიკები
ფოთში დევნილებმა გზა მერთან შეხვედრის შემდეგ გახსნეს
ფოთის ყოფილ სასწავლო ცენტრში თვითნებურად შეჭრილი 40-მდე დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახი ელექტროენერგიის მიწოდებას ითხოვს. ამ მოთხოვნით დღეს მათ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გზაც გადაკეტეს, თუმცა მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გახსნეს. იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აქციის მონაწილეები კვლავ გზის გადაკეტვით იმუქრებიან. ფოთის მერიაში კი განმარტავენ, რომ შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და მასში თავის დროზე 80 დევნილი ოჯახი ცხოვრობდა, რომელთაც ახალი საცხოვრებელი ბინები მისცეს, ამის შემდეგ კი იქ სხვა დევნილები და სოციალურად დაუცველი ოჯახები შეიჭრნენ. „იმ შემთხვევაში თუ დევნილთა სამინისტრო ამ შენობის გარემონტებას და დევნილების საცხოვრებლად გამოყენებას არ აპირებს, ჩვენ მივმართავთ თხოვნით ეკონომიკის სამინისტროს, რათა მისცეს უფლება „ენერგო-პრო-ჯორჯიას“, რომ მიაწოდოს ამ ოჯახებს ელექტროენერგია. ამ ეტაპზე სწორედ ვითარების გარკვევის პროცესში ვართ“, - აცხადებს ფოთის მერი ირაკლი კაკულია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.