რუბრიკები
მოკლული ტაქსის მძღოლის ახლობლებმა აქცია გამართეს (ვიდეო)
მოკლული ტაქსის მძღოლის გოდერძი შამუგიას ახლობლებმა და ნათესავებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს და მკვლელის ლინჩის წესით გასამართლება მოითხოვეს. ჭირისუფალმა დღეს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვაც სცადა, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს. „ეს უნდა დაისაჯოს სათანადოდ, უნდა მოკვდეს, რომ სხვამ იგივე აღარ გააკეთოს, ეს უნდა იყო მაგალითი ყველასთვის. რომ გაუშვეს ორჯერ ნასამართლევი ამნისტიით, რა გარანტიაა რომ ჩემ შვილსაც არ მოკლავს. უნდა გასამართლდეს ლინჩის წესით“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები. შეგახსენებთ, რომ გოდერძი შამუგია წუხელ გვიან ღამით მოკლეს და მისი ავტომობილი გაიტაცეს. შსს-ს ინფორმაციით საქმე სისხლის სამართლის 108-ე მუხლითაა აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დამნაშავის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.