ჩხოროწყუ-ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალი პარალიზებულია
14:47 / 19.10.2014
მდინარე ხობისწყლის ადიდების შედეგად, ჩხოროწყუ-ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალი პარალიზებულია. წყალმა წაიღო სოფლების დამაკავშირებელი ხიდები და ელექტრობოძები, რის გამოც რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. განადგურებულია სიმინდის ყანები და ხეხილი."გადაუღებელი კოკისპირული წვიმების შედეგად ადიდდა მდინარეები, ძირითადად, ხობისწყალი, რომელმაც დატბორა ნათესი ყანები, თხილნარები, ასევე გაარღვია ჯებირები და მიწაყრილები. ძირითადი ზიანი ინფრასტრუქტურის მიმართულებით გვაქვს", - განაცხადა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით გოგუამ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები