რუბრიკები
ხაჯინბა მიმართვას ავრცელებს
რუსეთ-აფხაზეთს შორის ინტეგრაციისა და მოკავშირეობის შესახებ შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ მოსახლეობას ტელეეთერით მიმართა.  დეფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, აფხაზეთს რუსეთის გარდა, სხვა მოკავშირე არ გააჩნია და არ აქვს უფლება, სხვადასხვა მიმართულებებით რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაფართოების იდეის დისკრედიტაცია განახორციელოს. "განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ასეთ თანამშრომლობას მხოლოდ ჩვენი კონსტიტუციისა და აფხაზეთის სუვერენიტეტის საფუძველზე განვახორციელებთ. ასეთივე იქნება ჩვენი ხედვაც შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელზე მუშაობაც ახლა მიმდინარეობს. ეს შეთანხმება არ არის მოწოდებული შეცვალოს რუსეთთან 2008 წელს ხელმოწერილი საბაზისო შეთანხმება, არამედ ახალი დოკუმენტი ძველზე იქნება დაფუძნებული", - აცხადებს ხაჯიმბა. მისივე თქმით, თავდაცვის საერთო კონტურები, საქართველოსთან საზღვრის დაცვის გაძლიერება, რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე თავისუფალი გადაადგილებისთვის პირობების შექმნა, საბაჟო პროცედურების გამარტივება - ეს ყოველივე აფხაზურ ინეტერესებს შეესაბამება. ხაჯიმბას თქმით, ეს პრაქტიკა წარმოადგენს თანამედროვე ტენდენციას, რომელსაც ყველა ქვეყანა უჭერს მხარს, რადგან გლობალიზაციის და საერთაშორისო რისკების პირობებში, შეუძლებელია მარტომ უზრუნველყო ეროვნული ინტერესები.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.