რუბრიკები
“ელფი” საახალწლო ანიმაციად იქცევა

საშობაოდ კიდევ ერთი სურპრიზი გველის! ჯიმ პარსონსი ცნობილი “ელფის” ანიმაციურ ვერსიად მოგვევლინება და ბადის გაახმოვანებს. შეგახსენებთ, რომ საუბარია 2003 წლის “ელფზე”, რომელშიც უილ ფარელი მონაწილეობდა და, ასევე, ბროდვეის მუზიკლზე “ელფი: მუზიკლი”.

უკვე ცნობილია, რომ ახალი ანიმაცია 16 დეკემბერს გამოვა და საახალწლო დღეებს თავის ელფერს შესძენს. სიუჟეტი მოგვიყვება, როგორ მიემგზავრება ბადი ნიუ-იორკში ნამდვილი მამის გასაცნობად და როგორ ცვლის ყველა შემხვედრის ცხოვრებას. ვერშემდგარი ელფი ახერხებს, რომ რწმენადაკარგულ ადამიანებს ჯადოსნური სასწაულების არსებობა დააჯეროს და გაერთიანებული რწმენით თოვლის ბაბუასა და მის ეტლს ფრენის საშუალება მისცეს. ანიმაციაში ცხრა ცნობილი საშობაო სიმღერა შევა, “Happy All the Time”-ის, “A Christmas Song-ისა და “Nobody Cares About Santa Claus”-ის ჩათვლით.

გარდა ჯიმ პარსონსისა, სხვადასხვა პერსონაჟს გაახმოვანებენ: მარკ ჰამილი, ედ ასნერი, ფრედ არმისენი, ჯეი ლენო, მეტ ლოერი, ჟილბერტ გოტფრიდი, კეიტ მიკუჩი, რეიჩელ მაკფარლეინი, მაქს ჩარლზი და სტივ ჰიგინსი. “ელფის” რეჟისორები მარკ კაბალერო და სიმუს უოლში იქნებიან. სცენარზე კი თომას მიჰენი, ბობ მარტინი, აარონ ჰორვათი და მაიკლ ჯელენიკი იზრუნებენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.