რუბრიკები
ჩირიკბა - საქართველო რომ მშვიდობისმოყვარე ქვეყანა იყოს, ასეთი შეთანხმებები საჭირო აღარ იქნებოდა
რუსეთსა და აფხაზეთს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს აგრესიული პოლიტიკით არის განპირობებული. "აპნსი.რუ"-ს ცნობით, ამის შესახებ აფხაზეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა. "აფხაზეთისა და რუსეთისთვის სამხრეთის ფლანგი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ, რადგან საქართველო აპირებს ნატოში შესვლას, აშშ კი აქტიურად ლობირებს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას. საქართველოს ნატოს უამრავი მაღალჩინოსანი სტუმრობს. ჩვენ არ ვიცით, რაზე ლაპარაკობენ ისინი, მაგრამ ცხადია, რომ ისინი საკუთარ სტრუქტურასა და პირად შემადგენლობას ამზადებენ ნატოში წევრობისთვის", - განაცხადა ჩირიკბამ. მისი თქმით, ეს იქნება აფხაზეთისა და რუსეთისთვის პირდაპირი საფრთხე და ამით აიხსნება ახალი შეთანხმება. "საქართველო რომ ყოფილიყო მშვიდობისმოყვარე ქვეყანა, ასეთი ფართომასშტაბიანი შეთანხმებების გაფორმების აუცილებლობა არ იარსებებდა", - განაცხადა დე ფაქტო საგარეო მინისტრმა. ახალი შეთანხმების კომენტირებისას, ჩირიკბამ განაცხადა, რომ საჭიროა მისი დეტალური შესწავლა, რაც ახლა პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს და ამ პროექტზე საჭიროა ექსპერტული დასკვნის წარმოდგენა. "საჭიროა ამ შეთანხმების ექსპერტების დონეზე განხილვა, ცივი გონება და არა ემოციები,რადგან აფხაზეთის მომავალი და ბედი წყდება",- განაცხადა ჩირიკბამ და დასძინა,რომ სხვა სახელმწიფოებთან აფხაზეთის შეთანხმებები სრულად უნდა შეესაბამებოდეს აფხაზეთის კონსტიტუციას და მის სუვერენიტეტს არ არღვევდეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.