Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/get_img1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/get_img1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/get_img1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/get_img1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ფოთის პორტის თანამშრომლების უმრავლესობა კვლავ გაფიცულია
ფოთის პორტის თანამშრომლების უმრავლესობა კვლავ გაფიცულია. ისინი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს წუხელ შეხვდნენ, მაგრამ შეთანხმება ვერ იქნა მიღწული, პორტის მენეჯმენტი პოზიციის შეცვლას არ აპირებს. პორტის თანამშრომლები მოუწოდებენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს პორტის ადმინისტრაციისა და გაფიცულების მოლაპარაკების მონიტორინგს. გაფიცულები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან სანამ მათი მოთხოვნები გათვალისწინებული არ იქნება. ისინი ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა, ხელფასების გადახედვა და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას მოითხოვენ. პორტში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გუშინ პორტის გენერალურმა დირექტორმა ჯოზეფ ქროულიმ და საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა ფადი ასლიმ პრესკონფერენცია გამართეს. "დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და დაადგინოს იმ პირების ვინაობა, რომლებიც ინიცირებენ ფოთის პორტში განვითარებულ მოვლენებს"–განაცხად ფადი ასლიმ. მისივე თქმით, ფოთის პორტი კავკასიისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი პუნქტია, რომელიც არ შეიძლება იყოს გაურკვეველი პიროვნებების მიერ პარალიზებული, რომელთაც მანიპულაციის გზით შეცდომაში შეჰყავთ "პატიოსანი და გულუბრყვილო მომუშავეები, რათა საბოლოოდ შეძლონ კრიმინალური გზით მიზნის მიღწევა". ჯოზეფ ქროულის ინფორმაციით კი, ფოთის პორტის მუშების ხელფასები 2013 წლის აპრილის ნაცვლად, მომავალი წლის იანვარში გადაიხედება."ხელფასები 20%-ით მოიმატებს, კვალიფიკაციის დამსახურებისა და ინფლაციის ინდექსის გათვალისწინებით. რეზერვისტთა ჯგუფისთვის, რომლებიც არ არიან კომპანიის ბალანსზე, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ხდებოდა მათი სამსახურში გამოძახება, ხელფასებმა 40%-ით უკვე მოიმატა",-აღნიშნა პორტის გენერალურმა დირექტორმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.