ზუგდიდის გამგებელმა დიდინეძში ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა
15:55 / 28.10.2014
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ სოფელ დიდინეძში მდინარე ჯუმზე მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა. სოფელ დიდინეძში, სამაქაცარიოსა და ჭვედირის უბნებში 130 მეტრი ქვის ნაყარი გაბიონი და 70 მეტრი სიგრძის დამბა შენდება. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის გამგეობა ავრცელებს.მათივე ცნობით, ზუგდიდის გამგებელი სოფელ ურთის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები ადგილზე მოისმინა. ამასთან, ედიშერ თოლორაიამ მდინარე ჯუმზე არსებული ავარიული ხიდი მოინახულა და ურთის მოსახლეობას მის შეკეთებას დაპჰირდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები