ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებას სარემონტო სამუშაოები დანიის ლტოლვილთა საბჭომ გაუკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.სკოლამდელი დაწესებულების გახსნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია და დანიის დევნილთა საბჭოს წარმომადგენლები დაესწრნენ. მუნიციპალიტეტის გამგებელმა საბავშვო ბაღს საჩუქრად გაზქურა გადასცა. ახლადგახსნილ საბავშვო ბაღში ამ ეტაპზე 20–მდე ბავშვი ირიცხება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები