გამგეობამ ქადარიების ოჯახს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი გამოუყო
17:08 / 04.11.2014
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხებზე მომუშავე კომისიამ,რომლის თავმჯდომარეა გიზო სართანია და კომისიის წევრმა გოგი რევიამ სოფელ ახალაბასთუმანში სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულეს.
კომისიამ ქადარიების სოციალური მდგომარეობა ადგილზე შეისწავლა.ქადარიების ოჯახი სულ ხუთი სულისგან შედგება და აქედან ორი მცირეწლოვანი ბავშვია. მათი საცხოვრებელი სახლი დანგრევის პირასაა და ისინი სასწრაფოდ ალტერნატიულ ფართს საჭიროებენ.
გიზო სართანიამ ოჯახს ამ ეტაპზე ქირით გადასვლა შესთავაზა და მომავალი წლისათვის საცხოვრებელი ფართით უზურნველყოფას დაპირდა.
გამგებლის მოადგილის განცხადებით, სამომავლოდ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისათვის გამგეობაში ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების პროგრამის განხორციელების პროექტი განიხილება.
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები