რუბრიკები
გული მტკივა, რომ "თავისუფალ დემოკრატებს" "ნაციონალები" იცავენ - ხმური ზუგდიდის საკრებულოში (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე "ქართული ოცნებისა" და  "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.  საკრებულოს წევრებს შორის დაპირისპირება "ქართული ოცნების" წევრის გია ჩუხუას განცხადებებს მოჰყვა. მან ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრებს, უთხრა რომ პარტიის ყრილობაზე, მათი მოსაზრებები დაეფიქსირებინა პრემიერისა და ირაკლი ალასანიას დაპირისპირების შესახებ. ჩუხუამ სხდომაზე აღნიშნა, რომ მმართველ პარტიებს შორის დაპირისპირება ცუდია, თუმცა გული უფრო იმაზე ტკივა,  "თავისუფალ დემოკრატებს, "ნაციონალები" იცავენ. " ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აღნიშნეს, რომ მმართველი პარტიის განსხვავებით, ისინი შეცდომებს აღიარებენ. დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე კიდევ ერთი განცხადება გააკეთა დამოუკიდებელმა დეპუტატმა კახა მიქაიამ. მან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, ალასანიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სამართლიანი უწოდა და აღნიშნა, რომ პრემიერის ნაბიჯი პოლიტიკური კრიზისის პრევენცია იყო. მიქაიამ  "თავისუფალი დემოკრატების" წევრებს ჰკითხა, რჩებოდნენ თუ ტოვბენდნენ ისინი საკუთარ პარტიას. რაზეც, დეპუტატმა ცოტნე მუღულიამ უპასუხა, რომ ის რჩება პარტიაში. ხვალ, 8 ნოემბერს თბილისში  "თავისუფალი დემოკრატების"  პარტიული  ყრილობა გაიმართება. ყრილობაზე ზუგდიდიდან 45 დელეგატი მიემგზავრება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.