გამგებელმა მიმდინარე და განხორციელებული პროექტები დაათვალიერა
11:17 / 13.11.2014
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ სოფლებში მიმდინარე და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები გამგეობის თამშრომლებთან ერთად დაათვალიერა. სოფელ ორსანტიაში, ქვარაიების უბანში 46 გრძივი მეტრის ნაპირსამაგრი საშუალების მოწყობითი სამუშაოები დაიწყო. პრობლემის მოგვარებით მოსახლეობა უხვი ნალექის დროს საკარმიდამო ტერიტორიის დატბორვას და სოფლის შიდა გზის ჩამოშლის საშიშროებას თავიდან აიცილებს.გამგებელმა ასევე მოინახულა სოფელ ცაიშში ადგილობრივების სასოფლო– სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებით გაყვანილი 140 გრძივი მეტრის სანიაღვრე არხი. სანიაღვრე არხის მოწყობით ათამდე ოჯახი ისარგებლებს. გამგებელმა სოფელ კახათში სამელიორაციო არხების გაწმენდითი სამუშაოების პროცესი მოინახულა და განაცხადა, რომ მიმდინარე პროექტის განხორციელებით ხუთამდე ოჯახს საყოფაცხოვრებო პირობები გაუუმჯობესდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები