რუბრიკები
"ნაციონალური მოძრაობის" ჩხოროწყუს ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა (ვიდეო)
ჟურნალისტები პარტის ადგილობრივ ოფისში ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა და "ნაციონალური მოძრაობის წევრმა" ვახტანგ ლემონჯავამ 02:00 საათზე დაიბარა.  "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივმა ლიდერმა მედიის წარმომადგელებს განუცხადა, რომ დღეს, 15 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ აქციაზე მოქალაქეების ჩხოროწყუდან გადაყვანაში ხელს პოლიციის ადგილობრივი სამმართველოს უფროსი ჯუმბერ იზორია უშლის.
მისივე განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული 6 სამარშუტო ტაქსის მძღოლი, რომელთაც აქციაზე მოქალაქეები უნდა გადაეყვანათ, თბილისში წასვლაზე უარს პოლიციაში დაბარების შემდეგ ამბობენ. თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პოლიციის მიერ დაშინებული კონკრეტული მძღოლები არ დაუსახელებიათ.
ჩხოროწყუს პოლიციის სამმართველოს უფროსი ჯუმბერ იზორია კი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდება აბსურდულია და პოლიცია მსგავს ქმედებებში ჩართული არ არის.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.