კლინიკის ტერიტორიაზე, მოეწყობა, ასევე, აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, სადაც სამედიცინო პროფილის სტუდენტები და რეზიდენტები კვალიფიკაციის ამაღლებას შეძლებენ. რეზიდენტების, კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის დაგეგმილია საერთო საცხოვრებლის მშენებლობა. აქვე მოეწყობა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, ავტოსადგომები, შიდა სავალი გზები, წყლის აუზები და სკვერები.
სამუშაოები წარმოებს სამშენებლო უსაფრთხოების წესების, გარემოსდაცვითი და სეისმური მოთხოვნების სრული დაცვით. მშენებლობაზე 50-მდე ადამიანი დასაქმდება, მათ შორის - ადგილობრივი მცხოვრებლები. მშენებლობის დასრულების შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში, ტექნიკური და დამხმარე პერსონალის ჩათვლით, 600-მდე ადამიანი იმუშავებს.
საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა 41 მილიონ 264 ათასი ლარი ჯდება და მისი დასრულება 30 თვეში იგეგმება. სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს. მშენებლობას შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" განახორციელებს.
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
მასალის გამოყენების პირობები