რუბრიკები
ადამიანები ტელეფონების დატენვას საკუთარი სხეულის სითბოთი შეძლებენ
ახლო მომავალში, მობილური ტელეფონების მომხმარებლები გაჯეტების დატენვას საკუთარი სხეულის სითბოთი შეძლებენ. ამასთან, აუცილებელი არ იქნება სმარტფონების ჯიბიდან ამოღება. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეიმუშავეს თვითდამტენი ბატარეა, რომლის ზომა 2х2 სანტიმეტრია. მოწყობილობას შეუძლია დაბალტემპერატურიანი წყაროების სითბო ელექტროენერგიად აქციოს. ამასთან, სამუშაო ტემპერატურების დიაპაზონი 20-დან 60 გრადუსამდე მერყეობს. მეცნიერების თქმით, მათ მიერ შემუშავებულმა ტექნოლოგიამ შესაძლოა, მობილური ბატარეების ახალი თაობის წარმოშობას შეუწყოს ხელი, რომელთაც აღარ დასჭირდება დატენვა დენის წყაროს მეშვეობით. თუმცა, ამის მისაღწევად, მეცნიერებმა ჯერ უნდა გაზარდონ ბატარეების წარმოების რაოდენობა, სრულყონ კონსტრუქცია და მასალები. მკვლევარები ასეთ ბატარეებში დიდ პოტენციალს ხედავენ, რადგან მათ სუსტი სითბოს იაფ ელექტროენერგიად ქცევა შეუძლიათ. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, უნივერსიტეტში შემუშავებული ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, შეაგროვოს სითბო გარემოდან, რაც განსაკუთრებით აქტუალურია მოშორებული რეგიონებისთვის.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.