ზუგდიდში 2015-2016 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები (ვიდეო)
14:35 / 28.11.2014
დღეს, ქალაქ ზუგდიდს საკრებულოში 2015-2016 წლებში რეგიონული განვითარების ფონდიდან განსახორციელებელი პროექტები განიხილეს. წარმოდგენილი საპროექტო წინადადების მიხედვით, ქალაქის ტერიტორიაზე მომდევნო ორი წლის განმავლობაში, შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება:ფეხბურთის სტადიონი – 4 მილიონ 800 ათასი ლარი. ტროტუარების რეაბილიტაცია – 1 მილიონი ლარი. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობის რეაბილიტაცია – 950 ათასი ლარი. სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია – 600 ათასი ლარი. სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია – 2 მილიონ 200 ათასი ლარი. საკანალიზაციო ქსელის მოწყობა – 545 ათასი ლარი. მდინარე ჩხოუშზე (კედია, ჯავახიშვილი, წაღვერის ქუჩები) საავტომობილი ხიდი – 4 მილიონი ლარი. ზუგდიდის მერიის მიერ შემუშავებული პროექტები დეპუტატებს საკრებულოს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ქობალიამ გააცნო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები