ფოთში რაგბის სტადიონის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. სტადიონს კომპანია "ატუ" აშენებს. დასრულებულია სტადიონის მოწესრიგება, ტრიბუნის მონტაჟის სამუშაოები, რომელიც 2 500 მაყურებელზეა გათვლილი. ასევე გაკეთდა ხელოვნურსაფარიანი სტადიონიც. ამ ეტაპზე კი, ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. "მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დიდი საჩუქარი გაუკეთა ქალაქს, ფოთელი სპორტსმენები ძალიან წარმატებულები არიან სპორტის ამ სახეობაში და ჩვენთვის ამ სტადიონის მშენებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს"-განაცხადა ირაკლი კაკულიამ. საქველმოქმედო ფონდი "ატუ"-ს სამუშაოთა მწარმოებლის ნუკრი ხასიას ინფორმაციით ფოთში რაგბის სტადიონის მშენებლობისათვის 4 მილიონამდე ლარი იხარჯება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები