რუბრიკები
"ენგურჰესთან" მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, რომლის თანახმად, 112-ში გუშინ შევიდა ინფორმაცია, რომ ენგურჰესის სიახლოვეს, მდინარეში, სავარაუდოდ, მამაკაცი დაიხრჩო. წალენჯიხის სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გავიდნენ. საძიებო-სამშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, უამინდობის გამო მაშველებმა მამაკაცის ცხედარი ვერ იპოვეს. საჭირო გახდა თბილისიდან დამატებითი სამაშველო ჯგუფების გამოძახება. სამინისტროს ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ბაზიდან მყვინთავების სამაშველო ჯგუფი შემთხვევის ადგილზე სპეციალური აღჭურვილობით გავიდა. ადგილზე ასევე მობილიზებული იყო ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მყვინთავების ჯგუფი. შსს-ს მაშველების ორგანიზებით, ერთობლივად ჩატარებული საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 47 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვნეს და წყლიდან ამოიტანეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.