რუბრიკები
ორაგული ლიმონით
რეცეპტის ინგრედიენტები: 2 კბილი ნიორი 2-3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი 3/4 ჩაის კოვზი გამხმარი რეჰანი 1/2 ჩაის კოვზი მარილი ან უფრო მეტი გემოვნებით 1 ჩაის კოვზი დაფქული შავი წიწაკა 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი 1 სუფრის კოვზი ოხრახუში 2 ფილე ორაგული მომზადების წესი 1. დააქუცმაცეთ 2 კბილი ნიორი. დაჭერით იმდენი ოხრახუში, რომ გამოგივიდეთ 1 სუფრის კოვზი. 2. ჩაასხით ზეითუნის ზეთი საშუალო ზომის თასში. ჩაუმატეთ დაქუცმაცებული ნიორი და ოხრახუში. ჩაყარეთ გამხმარი რეჰანი, მარილი და შავი წიწაკა. ბოლოს ჩაასხით ახლადგამოწურული ლიმონის წვენი და ეს ყველაფერი კარგად შეურიეთ ერთმანეთს. 3. მოათავსეთ ორაგულის ფილე პატარა კონტეინერში(გააცალეთ კანი თევზის მძაფრი გემოს შესამცირებლად) და მოასხით მომზადებული მარინადი. გადააფარეთ კულინარიული ცელოფანი და შედგით მაცივარში 35-45 წუთით. იმისათვის, რომ თევზი კარგად გაიჟღინთოს, ხშირ-ხშირად გადააბრუნეთ ხოლმე. 4. გააცხელეთ ღუმელი 190C გრადუსამდე (375F). დაალაგეთ თითოეული ფილე იმხელა ალუმინის ფოლგაზე, რომ ეყოს შესაფუთად. დაალაგეთ შეფუთული მარინირებული ორაგულის ფილეები საცხობ ლანგარზე და აცხვეთ 35-45 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.