რუბრიკები
ფოთის საკრებულოს ოთხი წევრი რუსეთში მეგობრული ვიზიტით იმყოფება
ფოთის საკრებულოს ოთხი წევრი რუსეთის ქალაქ კალინინგრადში მეგობრული ვიზიტით იმყოფება. ფაქტს "ნაციონალური მოძრაობა" აკრიტიკებს . მათი შეფასებით, იმ ქვეყანაში, რომელიც 2008 წელს საქართველოს ბომბავდა და ქვეყნის ანექსიას ახორციელებს, ქართველები არ უნდა წასულიყვნენ. "ეს იმის დასტურია, რომ დღევანდელი ხელისუფლება მისი ქმედებებით მიესალმება რუსეთს და არა ევროპას", - აცხადებს ფოთის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი შამუგია. ფოთის მერის, ირაკლი კაკულიას განცხადებით, ფოთი და რუსეთის ქალაქი კალინინგრადი 18 წელია დამეგობრებული ქალაქები არიან და  ფოთის საკრებულოს წევრების იქ  წასვლაში საგანგაშო არაფერია. "ფაზისობის დღესასწაულზე მოწვეული გვყავდა კალინინგრადის დელეგაციის წარმომადგენლები, თუმცა, სამწუხაროდ მათ ჩამოსვლა ვერ მოახერხეს. ახლა იქ კულტურული ღონისძიებები ტარდება და ჩვენი წარმომადგენლები არიან მიწვეული", - აღნიშნა ირაკლი კაკულიამ. რუსეთის ქალაქ კალინინგრადში ფოთის საკრებულოს ოთხი წევრი იმყოფება: ზურა ჩაჩუა, პაატა ჩაგანავა, სევერიან შენგელია და მალხაზ ბუკია. ისინი მეგობრული ვიზიტით სამდღიან ღონისძიებაზე არიან მიწვეული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.