რუბრიკები
ხაჯიმბა გალის რაიონში ქართული ენის აფხაზური სახელმძღვანელოებით სწავლების წინააღმდეგი არ არის
რაულ ხაჯიმბა გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის სწავლების წინააღმდეგი არ არის, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აფხაზური სახელმძღვანელოების საშუალებით მოხდება. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა გაეროს მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრას, თავად რაულ ხაჯიმბა, გაეროს მუდმივი კოორდინატორი და საქართველოში გაეროს პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ნილს სკოტი, სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი სიმონე ვოლკენი და იუნისეფის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელი ალექსანდრ გრაუმანი ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი აფხაზეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის შედეგების შეჯამება და მედიცინის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების განხილვა იყო.

გაეროს წარმომადგნელბემა ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში მცხოვრები ქართველების პრობლემებზე, მათ შორის, სკოლებში ქართული ენის სწავლების საკითხზე ისაუბრეს.

,,ჩვენ გალის რაიონის მოსახლეობისთვის სკოლებში ქართული ენის სწავლების საკითხს არ ვეწინააღმდეგებით. მაგრამ ერთი პირობით, სახელმძღვანელოები და ყველა თვალსაჩინოება თუ ნივთი, რაც ამისთვის საჭიროა, აფხაზეთის განათლების სამინისტროს მიერ უნდა იყოს დამტკიცებული და გამოცემული." - აღნიშნა რაულ ხაჯიმბამ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.