Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/radioatinati.ge/public_html/images/content/uploads/2014/12/SAM_0012-636x395.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/radioatinati.ge/public_html/images/content/uploads/2014/12/SAM_0012-636x395.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/radioatinati.ge/public_html/images/content/uploads/2014/12/SAM_0012-636x395.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/radioatinati.ge/public_html/images/content/uploads/2014/12/SAM_0012-636x395.jpg" not exists.
რუბრიკები
ზუგდიდის რესპუბლიკურ ჰოსპიტალში კარდიოინტენსიური სამსახური გაიხსნა (ვიდეო)
დღეიდან, ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფო მოსახლეობას კარდიოინტენსიურ სერვისებს სრულად მიაწვდის. ჰოსპიტალში კათეტერიზაციის ლაბორატორია აღიჭურვა, სადაც კორონოგრაფია, როგორც გადაუდებელ, ასევე გაგმიურ რეჟიმში ჩატარდება. ახლად გახსნილ კარდიოინტენსიურ სამსახურში ადგილობრივ ექიმებთან ერთად, პაციენტებს თბილისიდან მოწვეული კარდილოგებიც მოემსახურებიან, რომლებმაც ატესტაცია ევროპის წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკებში გაიარეს. ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერი ნიკა ჭეჟია მოსახლეობას, სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” სახელით, სიახლის დანერგვას ულოცავს და ამბობს, რომ პაციენტები რთულ კარდიოლოგირ დახმარებას, რომელიც “ოქროს სტანდარტად” არის აღიარებული, რეგიონიდან გაუსვლელად მიიღებენ. ნიკა ჭეჯიას ინფორმაციით, სიახლის დანერგვამდე პაციენტები ქუთაისის, თბილისისა და ბათუმის საავადმყოფოებში გადაჰყავდათ. ასევე, მისივე თქმით, სერვისებზე ხელმისაწვდომობა აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას სრულად შეეძლება. ზემოაღნიშნული მეთოდებით, სამდიცინო მომსახურეობა უკვე გაეწია 67 წლის ზაურ ფიფიას. ის მიოკარდის მწვავე ინფრაქტის დიაგნოზით ზუგდიდის რესპუბლიკურ ჰოსპიტალში გუშინ მოათავსეს. ამჟამად, პაციენტი თავს კარგად გრძნობს და ჟურნალისტებს ინტერვიუც კი მისცა. “გუშინ გავხდი ძალიან ცუდად. არ მახსოვს როგორ შემომიყვანეს. ექიმებმა დაუჯერებელი მდგომარეობიდან გამომიყვენეს”, – ამბობს ზაურ ფიფია. კარდიო ინტენსიური სამსახურის ხელმძღვანელი, კარდიოლოგ ლალი ქარჩავას თქმით, 67 წლის პაციენტს გადაუდებელ რეჟიმში ჩაუტარდა კორონაროგრაფია, შედეგი - დამაკმაყოფილებელია. “მოხდა მარჯვენა კორონალური არტერიის სტენდირება, ორი სტენდის ინპლანტაცია. შედეგი დამაკმაყოფილებელია და პაციენტი აგრძელებს მკურნალობას”, – თქვა ლალი ქარჩავამ. ზუგდიდის რესპუბლიკური ჰოსპიტალი “სამედიცინო კორპორაცია ევექსის” ქსელში შემავალი ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრია, რომელიც სამეგრელოს რეგიონში ყველაზე მძლავრ მრავალპროფილურ სერვისს სთავაზობს მოსახლეობას.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.