რუბრიკები
Google-ის მთავარი ტრენდები - რას ეძებდა მსოფლიო 2014 წელს
საძიებო სისტემა Google წლის იმ მოვლენებს, ადამიაებს თუ სამეცნიერო/ტექნოლოგიურ მიღწევებს აქვეყნებს, რომელსაც ყველაზე ხშირად გუგლავდნენ ადამიანები 2014 წლის მანძილზე. 2014 წლის ათეული განსხვავებულია გასული წლების 10 ყველაზე პოპულარული საძიებო სიტყვისგან. წელს მასში პირველად არ მოხვდა ეფლის ახალი გაჯეტი, თუმცა ათეულში ერთ-ერთმა თამაშის აპლიკაციამ შეაღწია. ათეულში პირველი მსახიობი რობინ უილიამსი, რომელმაც მიმდინარე წლის 11 აგვისტოს, 63 წლის ასაკში, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მეორე ადგილზეა მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, ხოლო მესამეზე ვირუსი ებოლა. ათეულში მოხვდა მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც 2014 წლის მარტში, გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა, წლის ყველაზე პოპულარული გამოწვევა - ICE BUCKET CHALLENGE კი გუგლის სიის მეხუთე ნომერია. და აი ისიც. აპლიკაცია მობილურისთვის Flappy Bird გუგლის ტრენდების ათეულში, მეექვსე ადგილზეა. სხვათაშორის ეს თამაში არც გიგანტური კომპანიის შექმნილია და არც მილიონებია მასზე დახარჯული. თამაშის შემქმნელი ვიეტნამელი დეველოპერია. მან თამაში ეფლ სთორიდან და გუგლ ფლეიდან მალევე თავისი ინიციატივით წაშალა, რადგან გადაწყვიტა, რომ Flappy Bird ზედმეტად ადიქტური იყო. მეშვიდე ადგილზე კონჩიტაა. წლის ყველაზე სკანდალური მომღერალი. ათეულის ბოლო სამ ადგილზეა ISIS, ანიმაციური ფილმი "Frozen" და სოჭის ოლიმპიური თამაშები.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.