რუბრიკები
ჩრდილების სახელმწიფო თეატრმა ზუგდიდში სპექტაკლი გამართა (ვიდეო)
ხელის ჩრდილების სახელმწიფო თეატრმა „ბუდრუგანა-გაგრა“-მ  ზუგდიდელ მაყურებელს ახალი საბავშვო სპექტაკლი „წელიწადის ოთხი დრო“შესთავაზა. ის ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართა და მასში მონაწილეობა ცნობილმა ქართველმა მსახიობებმა და მომღერლებმა მიიღეს. სპექტაკლი საქველოქმედოა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ციტრუსის“ ორგანიზებითა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. სპექტაკლის პირველ, ძირითად ნაწილში მოთხრობილია დათვის ბელის ამბავი, რომელიც გაზაფხულიდან ზამთრამდე სხვადასხვა თავგადასავალში ებმება. მთავარ გმირში პატარები დაინახავენ საკუთარ თავს, ხოლო დიდები გაიხსენებენ ბავშვობას, სამყაროს შემეცნების პერიოდს. სპექტაკლის მეორე, მცირე ნაწილში დათვის ბელი პერსონაჟებს ასწავლის ქართულ ხალხურ სიმღერას „ცა ლაჟვარდი“ და ამით ემშვიდობება მაყურებლებს. ჩრდილების თეატრი თავის სპექტაკლებს, ტრადიციულად, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე მართავს. თეატრის რეპერტუარში სულ რამდენიმე წარმოდგენაა. ეს სპექტაკლი კი ყველაზე პოპულარული გახდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.