ვახტანგ ყოლბაია დღეს ზუგდიდში პოლიკლინიკას გახსნის
11:48 / 23.12.2014
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დღეს, იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკას გახსნის. პოლიკლინიკა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფინანსებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით აშენდა.გახსნის ცერემონიალს აფხაზეთის შრომისა და ჯამრთელობის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე დაესწრება. ორსართულიანი დევნილთა პოლიკლინიკა აღჭურვილია მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით, სადაც იფუნქციონირებს ამბულატორიული ქირურგია, ლაბორატორია, რენდგენისა და ულტრასონოგრაფიის კაბინეტები. იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას პოლიკლინიკაში ყველა მიმართულების დარგობრივი სპეციალისტი მოემსახურება. ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები