ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ 2014 წელს შესრულებული სამუშაოს შედეგები შეაჯამა.მან 2014 წელი დადებითათ შეაფასა. ასევე ისაუბრა გარდამავალ პროექტებზე, რომლთა დასრულება 2015 წლისთვის იგეგმება.გამგებლის თქმით, 2015 წელს ყველა სოფელში მოეწყობა გარეგანათება და რეკრეაციული ზონები. ამ ეტაპზე, სოფელ დარჩელის ცენტრში, საპილოტე პროექტის ფარგლებში , პარკის მოწყობა მიმდინარეობს. ედიშერ თოლორაიას განცხადებით, სოფელ რიყის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი მომავალი წლის რვა იანვარს გამოცხადდება, ხოლო მისი მშენებლობა 2015 წელს დაიწყება. მუნიციპალიტეტის გამგებელმა კეთილმოწყობის სამსახურს და სოფელ რუხის წარმომადგენელს ლიკა ქვარცხავას, ჩატარებული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლებს დამდეგი შობა – ახალი წელი მიულოცა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები