რუბრიკები
საახალწლო სალათა "თოვლის პაპა"
ინგრედიენტები: მოხარშული კვერცხი 3-4 ცალი მოხარშული ბრინჯი 1 ჭიქა სტაფილო 1 კიბორჩხალას ჩხირები 200 გ კამა მაიონეზი მარილი და პილპილი ყველი მოსართავად ტკბილი წიწაკა, წითელი მოსართავად პაპრიკა მოსართავად მომზადების წესი: კიბორჩხალას ჩხირები გადახსენით, ზედა წითელი ფენა შეინახეთ სალათის მოსართავად, გულები კი დაჭერით წვრილად. სტაფილო წვრილად გახეხეთ. კვერცხიც გახეხეთ ან წვრილად დაჭერით. ერთი კვერცხის ცილა შეინახეთ მოსართავად. წვრილად დაჭერით რამდენიმე ღერი კამაც. ყველა ეს ინგრედიენტი შეურიეთ და დაამატეთ ბრინჯი (1 კოვზი მოსართავად შეინახეთ), შეურიეთ მაიონეზი, მარილი და პილპილი გემოვნებით. გადაიტანეთ თეფშზე და მიეცით საჭირო ფორმა. ყველის ნაჭრისგან გამოჭერით ნახევარი ოვალი - ეს იქნება სახე. თვალები - პილპილის მარცვლები, ლოყების ფერისთვის გამოიყენეთ დაფქული პაპრიკა, წვერ-ულვაშისთვის გახეხილი კვერცხის ცილა. ქუდი და კოსტიუმი გამოჭერით კიბორჩხალის ჩხირების წითელი ფენისგან. მოსასხამის თეთრი კანტი -ბრინჯია, ცხვირი და პირი - წითელი ტკბილი წიწაკა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.