რუბრიკები
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციის პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს
ქართული ოცნების ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის პოლიტიკური საბჭო ემიჯნება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის კახა მიქაიას პოლიტიკურ განცხადებებს და განმარტავს: 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" წევრი კახა მიქაია მონაწილეობდა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გახდა საკრებულოს წევრი საარჩევნო ბლოკიდან "ქართული ოცნება". საკრებულოს წევრად არჩევისთანავე მან უარი თქვა თანამშრომლობაზე, ფრაქციის წევრობაზე და დატოვა უმრავლესობის რიგები.რადიკალურად განსხვავებული და ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური ეთიკის თვალსაზრისით მიუღებელი განცხადებების გამო, მან ამოწურა პარტია "ქართულ ოცნებასთან" კონსტრუქციული ურთიერთობის ყოველგვარი რესურსი და პარტიის ადგილობრივმა ორგანიზაციამ შეწყვიტა თანამშრომლობა მასთან. აქვე ვაზუსტებთ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" წევრი კახა მიქაია არც არასოდეს ყოფილა და არც ამჟამად არ გახლავთ პარტია "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" წევრი. შესაბამისად მისი განცხადებები არ შეიძლება აღქმულ იქნეს,როგორც პარტია "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" წევრის პოზიცია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.