რუბრიკები
2015 წლის მიზნის განსასაზღვრად მარკ ცუკებერგმა Facebook-ის მეგობრების დახმარება ითხოვა
Facebook-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა მარკ ცუკერბეგრმა, მისი სოციალური ქსელის მომხმარებლებს სთხოვა მისთვის 2015 წლისთვის მთავრი დიდი მიზანი განესაზღვრათ. ეს თხოვნა ცუკერბერგმა Facebook-ში თავის გვერდზე დაწერა. „ვაგროვებ იდეებს მომავალი წლის პირადი დიდი მიზნისთვის. ყოველ წელს, მე მიზანს ვსაზღვრავ, რაც თვალსაწიერის გაფართოებაში მეხმარება და რაღაც ახლის გაგებაში Facebook-ის მიღმა“, —დაწერა ცუკერბერგმა. წლის დიდი მიზენების დასახვა მარკ ცუკერბერგმა 2009 წლიდან დაიწყო და ყოველი მათგანი განსხვავებული იყო მასშტაბის და მიმართულების მიხედვით. მათ შორის იყო: სამსახურში ყოველდღიურად ჰალსტუხით სიარული; ჩინური ენის შესწავლა; მხოლოდ იმ ცხოველების ჭამა, რომლებიც თავად მოინადირა; ყოველდღიურად მადლიერების წერილების მიწერა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც მსოფლიო უკეთესი გახადეს; ყოველდღიურად თითო ადამიანის გაცნობა Facebook-ის ფარგლებს გარეთ. ცუკერბერგმა დაწერა, რომ მას აქვს უკვე იდეა 2015 წლის მიზანთან დაკავშირებით, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე, Facebook-ის თანამეგობრობის აზრი აინტერესებს. გამოქვეყნებიდან ცოტა ხანში, ამ პუბლიკაციას 94 ათასი „მოწონება“ და 37 ათასი კომენტარი ჰქონდა. ზოგიერთ რჩევას ცუკერბეგმა პირადად უპასუხა - მათ შორის იყო ყოველთვიურად თითო წიგნის წაკითხვა, მუსულმანური დღესასწაულების აღნიშვნა, დღეში თითო მილის გარბენა, საჭმელების მომზადების ან ცეკვის შესწავლა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.