Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/12/a16346e597ea34dcc5f3034334d44691.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
სოფელ განთიადში მიწისძვრამ რამდენიმე ოჯახი დააზარალა
ბათუმთან ახლოს, სოფელ განთიადში მიწისძვრამ რამდენიმე ოჯახი დააზარალა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. ბათუმშიწისძვრის დროს წუწუნავების სახლის ორი კედელი ჩამოინგრა, ხოლო ფარტენაძეების სახლს საძირკველი გამოეცალა და სახლი დანგრევის პირასაა. მიწისძვრის დროს ფარტენაძეების ათსულიანი ოჯახის ყველა წევრი სახლში იმყოფებოდა, თუმცა ნგრევის დაწყებამდე მათ სახლიდან გასვლა მოასწრეს. წუწუნავების ოჯახის ოთხივე წევრი კი აივანზე იმყოფებოდა და ასევე, არ დაზარალებულან. სოფელ განთიადში კიდევ რამდენიმე სახლის კედლებია დაბზარული. ადგილზე აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს წარმომადგენლები და გეოლოგები იმყოფებიან, რომლებიც მდგომარეობას შეისწავლიან. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე კი ციტრუსის რეალიზაციის საკითხთან დაკავშირებით თბილისში იმყოფება, ამიტომ განთიადში დაზარალებულებს ადგილზე მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი ირაკლი ჭეიშვილი მოინახულებს. მიწისძვრის შედეგად ერთ-ერთ სახლს კედელი ჩამოინგრა ქობულეთშიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის ცნობით, მიწისძვრის შემდეგ საგანგებო სიტუაციების სამსახურში ჯერჯერობით მხოლოდ ეს შეტყობინებაა შესული. "სხვა შეტყობინებები ჯერ არ შემოსულა", - აღნიშნა ნინო გიორგობიანმა.
შეგახსენებთ საქართველოში 17:31 საათზე, 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი შავ ზღვაში, საქართველოს სანაპირო ზოლიდან 46 კილომეტრში მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგები 10 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა. რყევები განსაკუთრებით იგრძნობოდა დასავლეთ საქართველოში, აგრეთვე - თბილისშიც. აღსანიშნავია, რომ მიწისძვრის შემდეგ დასავლეთ საქართველოში შეფერხებულია სატელეფონო კავშირი. საქართველოში განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები სამჯერ დაფიქსირდა.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.