რუბრიკები
კომპანია Microsoft-ი 30$-იან სმარტფონს უშვებს
კომპანია Microsoft-მა ორშაბათს, ახალი, ყველაზე იაფიანი სმარტფონის, Nokia 215-ის გამოშვება დააანონსა, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული დაბალი მსყიდველობის მქონე რეგიონებში იქნება. როგორც ცნობილი გახდა, ახალ სმარტფონზე დამონტაჟებული იქნება OS Nokia Series 30+, რაც ტელეფონს ჩვეულებრივი სმარტფონებისთვის დამახასიათებელი პროგრამების დაყენების საშუალებას მისცემს. ტელეფონს ერთი ან ორი სიმბარათის ერთდროული მოხმარების ფუნქციაც აქვს, მისი ეკრანის ზომა 2,4 დიუიმია, ხოლო უკანა კამერის პარამეტრები 0,3 მეგაპიქსელია. ტელეფონის აკუმულატორი მოწყობილობის 21 დღიან სამუშაო რეჟიმს უზრუნველყოფს. ბრაზილიური პორტალის, G1 Globo-ს თქმით, ახალ სმარტფონს არ აქვს Wi-Fi. ნოკიას ყიდვას პირველ რიგში, ახლო აღმოსავლეთის, აზიისა და აფრიკის ქვეყნების მოსახლეობა შეძლებს. ტელეფონი შავ, თეთრ და მწვანე ფერებში იქნება გადაწყვეტილი. მისი ფასი ბრაზილიაში 30$, ინდოეთში 28$, ხოლო გერმანიაში 39 ევრო იქნება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.