ასლან ბასარია: "ენგურჰესთან" დაკავშირებით მოლაპარაკებები დაწყებულია
14:11 / 16.01.2015
კომპანია "ჩერნომორენერგოს" გენერალური დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადებით, "ენგურჰესის" კუთვნილებასთან დაკავშირებით ქართულ მხარესთან მოლაპარაკებები დაწყებულია.
ამის შესახებ ასლან ბასარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "ქონების რეესტრში ეს ობიექტი არ არის. საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე გავედით მოლაპარაკებების პროცესზე ქართულ მხარესთან. თუ ეს საკითხი არ გადაწყდება, როგორც აფხაზეთი, ასევე საქართველო დაზარალდება", - განაცხადა ბასარიამ. კითხვაზე, მეზობელ სახელმწიფოსთან იურიდიული მოლაპარაკებების არარსებობის პირობებში, როგორ ხდება ურთიერთობა, ბასარიამ განაცხადა, რომ საკითხს კომპლექსურად უნდა მიუდგნენ. "წარმოიდგინეთ, რომ მეზობელი ბინის მრიცხველი თქვენს დერეფანში მდებარეობს. შეუძლიათ თქვენ ელექტროენერგია არ მოგცენ?", -განაცხადა ბასარიამ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები