Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/12/akeksandre.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/12/akeksandre.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/12/akeksandre.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/12/akeksandre.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
პროკურატურა ალექსანდრე ქობალიას საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავება
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ ისაუბრა. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია: „სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში მხილებულნი არიან მაღალი თანამდებობის პირები. საზოგადოებისთვის ცნობილია რომ 2012 წლის 8 სექტემბერს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" 11 ქალალქში ყრილობა გამართა. ქალაქ ზუგდიდში ხალხის ჩასაყვანად პარტიის გენერალურმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა, შესაბამისი ხელშეკრულებებით დაიქირავა ე.წ ყვითელი მიკტოავტობუსების კომპანიები, რომლებსაც პარტიის ანგარიშიდან გადაერიცხათ მხოლოდ მძღოლების შრომის საფასური 39 900 ლარი. რადგან მიკროავტობსებისთვის საჭირო იყო დიდი რაოდენობის საწვავი შემუშავდა პარტიული ღონისძიების "შავი არხი" დაფინანსების თვალთმაქცური სქემა. სქემაში ჩაება შინაგან საქმეთა სამინისტრო. გამოძიებით დადგენილია რომ დანაშაულთან ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ბიუჯეტიდან მიზნობრივად შესყიდული საწვავიდან, მინისტრის იმჟამინდელი მოადგილის ნიკოლოზ ძიმჩეიშვილი და კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ლევან ქარდავას ორგანიზებით 54 000 ლიტრი დიზელის საწვავის ტალონები გადაეცა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობის" წარმომადგენელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს ალექსანდრე ქობალიას. ქობალიამ შსს - ითვის განკუთვნილი დანაშაულებრივად მოპოვებული საწვავის ტალონები გადაუნაწილა 393 მიკროავტობუსის მძღოლს. "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ფაქტობრივად შენიღბვის მიზნით, გააყალბა ანგარიშების დოკუმენტები და მიუთითა თითქოსდა აქციაში მხოლოდ 93 მიკროავტობუსი მონაწილეობდა. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს 7 დან - 11 მდე თავისუფლების აღკვეთას. გამოძიებისას გამოიკვეთა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" უკანონო წარმომავლობის თანხებით დაფინანსების რამდენიმე სხვა ფაქტი. გამოძიებით დადგენილია რომ 2012 წლის 23 სექტემბერს ქალაქ ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის აქციის ორაგნიზებისთვის საჭირო სატრანსპორტო ხარჯები 120 000 ლარი ფარულად საფინანსო დეკლარაციაში ყოველგვარი ასახვის გარეშე თბილისის მერის მოადგილემ დავით ალავიძემ გადაიხადა, რაც "მოქალაქეთა პოლიტიური გაერთიანებების" შესახებ საქართველოს ორგანული კანონის სესაბამისად წარმოადგენს პარტიის სასარგებლოდ განხორციელებულ უკანონო შემოწირულობას.“–აღნიშნა პაიჭაძემ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.