რუბრიკები
სოხუმის მორგიდან სპეცოპერაციისას გარდაცვლილთა ცხედრები გაიტაცეს
20 იანვარს, დაახლოებით დილის 4 საათზე, სოხუმის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროდან დაუდგენელმა პირებმა გალის რაიონში სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული სამი ახალგაზრდის ცხედარი გაიტაცეს. გალელი გელა გერგედავას გატაცებაში მონაწილე, ასევე, გალის რაიონის მკვიდრების ჯ. აქუბარდიას, ლ. ხარგელიას და ნ. ხურცილავას გვამები ექსპერტიზის ბიუროს პროზექტურაში ინახებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორმა უცნობმა პირმა პროზექტურის მორიგე გზიდან ჩამოიცილეს, ცხედრები გაიტანეს და მანქანით მიიმალნენ. შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს, ჯ. აქუბარდიამ, ლ. ხარგელიამ და ნ. ხურცილავამ გვიან ღამით, გამოსასყიდის მიღების მიზნით, საკუთარ სახლთან, გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრი გელა გერგედავა გაიტაცეს. იგი სოფელ რეფში მიტოვებულ სახლში გადამალეს, საიდანაც გერგედავამ 12 იანვარს მან გაქცევა მოახერხა და მომხდარის შესახებ გალის რაიონის მილიციას აცნობა. გელა გერგედავას თქმით, მან ისარგებლა მომენტით, როდესაც გამტაცებლებს ეძინათ, ფეხსაცმელში დამალული დანით ერთ-ერთ მათგანს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, ორი კი - დაჭრა და სახლიდან გააღწია. გერგედავას მიერ მოკლული პირი, მსგავსი დანაშაულებისთვის ძებნილი, ჯათუ აქუბარდია აღმოჩნდა. გამტაცებლების დასაკავებლად ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სოფელ რეფში სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის დროსაც ორმხრივი სროლის შედეგად აფხაზეთის ანტიტერორისტული ბიუროს თანამშრომელი ედუარდ ნერსესიანი და რუსეთის უშიშროების ფედერალური ბიუროს სასაზღვრო სამმართველოს სამხედრო მოსამსახურე ანდრეი უდალცოვი დაიღუპა. სპეცოპერაციისას გერგედავას სხვა გამტაცებლების ლიკვიდაცია მოხდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.