რუბრიკები
აქცია ზუგდიდში - "შემოგვიერთდით, ჩვენ ერთად შევძლებთ" (ვიდეო)
ასოციაცია  "დეა"  და "სამეგრელოს ქალთა მოძრაობა"  ქალაქ ზუგდიდისა და მუნიციპალიტეტის 10 თემში ახალ ინიციატივას იწყებს.  აქციის - "შემოგვიერთდით,  ჩვენ ერთად შევძლებთ" -  მიზანია ქალთა და გოგონათა პრობლემების გამოვლენა,  ქალთა უფლებების პოპულარიზაცია და წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის ხელშეწყობა. აქცია ავტომოგზაურობის სახით ტარდება. მისი მგზავრები არიან:  ასოციცია "დეა" და  ქალთა უფლებებზე მომუშავე არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები. აქციის ფარგლებში მოქალაქეებს საინფორმაციო ბუკლეტები და მაისურები დაურიგდათ, სადაც ქართველი ქალია გამოსახული. ავტომოგზაურები დღეს კონფლიქტისპირა სოფლებს - ორსანტიას, კოკსა და ანაკლიას სტუმრობდნენ. დღევანდელ შეხვედრაზე მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, როგორც თავიანთი სოფლის მაჟორიტარ დეპუტატს, ასევე გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვედროდნენ. შეხვედრაზე, ძირითადად, სოფლის შიდა გზების და სასმელი წყლის პრობლემები გამოიკვეთა.  ასევე, სოფელ კოკსა და ორსანტიაში მოქალაქეებმა მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის აუცილებლობაზეც ისაუბრეს. "შეხვედრაზე მოქალაქეებს მოვუწოდებთ იყვნენ თანამონაწილეები ყველა იმ პროცესისა , რაც ხდება, რადგან მოსახლეობის მონაწილეობის გარეშე  კარგი მმართველობის არსებობა შეუძლებელია", - თქვა ასოციაცია "დეას" აღმასრულებელმა დირექტორმა მადონა ხარებავამ. აქცია  "შემოგვიერთდით,  ჩვენ ერთად შევძლებთ",  ასოციაცია "დეას" პროექტის "ქალების პოლიტიკური უფლებების დაცვის ხელშეწყობა" (დონორი ოქსფამ- დიდი ბრტანეთი)  ფარგლებში ტარდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.