რუბრიკები
eBay სამუშაო ადგილებს ამცირებს
ამერიკული ინტერნეტ-აუცქიონი eBay მიმდინარე კვარტალში 2 400 სამუშაო ადგილს შეამცირებს, რაც საერთო ჯამში, თანამშრომელთა 7%-ს შეადგენს. ”ბიბისის” ინფორმაციით, ორგანიზაცია თანამშრომელთა შემცირების მიზეზად რეორგანიზაციას და ელექტრონული გადახდების საერთაშორისო სისტემის PayPal-ის ცალკე კომპანიად გამოყოფას ასახელებენ. PayPal-ის ახალი ხელმძღვანელი დენ შულმანი გახდება, რომელსაც მანამდე American Express-ის ერთ-ერთ ქვეგანყოფილებას ედგა სათავეში. აქციების პირველადი განთავსება (IPO) PayPal-მა პირველად 2002 წელს მოახდინა, რის შემდეგად eBay-მ კომპანია 1,5 მილიარდ დოლარად გამოისყიდა. მსოფლიოს უმსხვილესმა ინტერნეტ-აუქციონმა PayPal-ის ცალკე კომპანიად გამოყოფის შესახებ ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადა. ცვლილებების შემდეგ eBay-ს სათავეში დევინ უენგი ჩაუდგება. კომპანიის ინფორმაციით, გასული წლის მეოთხე კვარტალში eBay-ს წმინდა მოგებამ 936 მილიონი დოლარი შეადგინა, PayPal-ის შემოსავლები კი 2014 წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში 16%-ით 2,163 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო PayPal-ით განხორციელებული გადახდების წმინდა მოცულობა 24%-ით გაიზარდა. eBay-ს მონაცემებით, 2014 წლის ბოლოსთვის PayPal-ის მომხმარებელთა რიცხვმა 162 მილიონს მიაღწია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.