ზუგდიდის განახლებულ ჰოსპიტალში უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაიმართება
13:29 / 25.01.2015
"სამედიცინო კორპორაცია ევექსის" ორგანიზებით, ხვალ, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში (ზუგდიდის მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფო "რესპუბლიკა") კარდიოლოგიური პროფილის პაციენტებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩატარდება."სამედიცინო კორპორაცია ევექსის" ცნობით, 2015 წლიდან ზუგდიდის მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფო "რესპუბლიკა" მოსახლეობის წინაშე განახლებული ინფრასტრუქტურით, ახალი სამედიცინო სერვისებითა და ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის სახელით წარსდგა."ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი, რეგიონის მოსახლეობას უკვე სრულ კარდიოინტენსიურ სერვისს სთავაზობს.თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ კათეტერიზაციის ლაბორატორიაში კორონაროგრაფიის პროცედურები, უახლესი რეკომენდაციების მიხედვით, წარმატებით მიმდინარეობს.კარდიოინტენსიურ სამსახურში ადგილობრივ ექიმებთან ერთად, პაციენტებს თბილისიდან მოწვეული კარდიოლოგები მკურნალობენ.კარდიოინტესიური სამსახურის განვითარება რეგიონში გულსისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობას მკვეთარად შეამცირებს", - აღნიშნულია "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები