კომპანია Microsoft-ის ყოფილი ხელმძღვანელი და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, "მაიკროსოფტში" აქტიურ სამუშაოს უბრუნდება. ამის შესახებ გეიტსმა Ask Me Anything-ის ფარგლებში ინტერნეტსაიტ Reddit-ზე ისაუბრა. ”ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც მე მაიკროსოფტში ვმუშაობ, ეს არის ”პერსონალური აგენტი”. მას ყველაფერი ეხსომება და დაგეხმარებათ ყველაფრის პოვნაში, ხელს შეგიწყობთ ნივთების არჩევაში, რომლებზეც ყურადღების გამახვილებაა საჭირო”. აღწერის მიხედვით, გეიტსის ახალი პროექტის შემუშავება Cortana-ს ხმოვანი ასისტენტის დახმარებით იქნება შესაძლებელი, რომელიც Windows 10-ის ოპერაციულ სისტემაში იქნება დამონტაჟებული. ბილ გეიტსის თქმით, მისი ”აგენტი” ქროსპლატფორმული იქნება და დაუკავშირდება არა მხოლოდ, Windows-ს, არამედ iOS-სა და Android-საც.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები