წარმოდგენილი კანდიდატების წინააღმდეგ არც ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგნლელს ხმა არ მიუცია. თუმცა, წევრების არჩევის დროს თავი რამდენიმე არასამთავრობომ შეიკავა. მათ შორის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს წარმომადგენლებმა.
გარდა ამისა, დღევანდელ შეხვედრაზე საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ზუგდიდის საკრებულოს მიერ მიღებული დებულება გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ მასში ცვლილებებია შესატანი. არასამთავრობოებს, დებულების თითქმის ყველა მუხლის მიმართ აქვთ შენიშვნები და რეკომენდაციები.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროექტების დაფინანსების პროცედურები და კრიტერიუმები 27 იანვარს დაამტკიცა. დებულების თანახმად, არასამთავრობოების მიერ წარდგენილ პროექტებს 7-9 წევრიანი სპეციალური კომისია განიხილავს. აქედან, ოთხი წევრი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი უნდა იყოს, სამი კი სამოქალაქო სექტორიდან.
საკრებულოს ზემოაღნიშნული სხდომის დასრულების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ, დამტკიცებულ დებულებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არასამთავრობოების მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება და შესაბამისად დებულებაში ცვლილებები შევა.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპლიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებს დააფინანსებს. ამისთვის ბიუჯეტში 30 ათასი ლარია გათვალისწინებული.უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.


მასალის გამოყენების პირობები