რუბრიკები
ბაჩო ახალაიას წიგნის პრეზენტაცია საპროტესტო აქციის ფონზე (ვიდეო)

ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში   ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა  მინისტრის   ბაჩო ახალაიას  წიგნის “სოხუმი – ჩემი იერუსალიმი” პრეზენტაცია, შენობის გარეთ აქციის ფონზე   მიმდინარეობდა.  წიგნი დამსწრე საზოგადოებას  ბაჩო ახალაიას მეუღლემ,  ანი ნადარეიშვილმა წარუდგინა.

შენობის ეზოში განთავსებული იყო  ბაჩო ახალიას მიერ შექმნილი საბრძოლო ტექნიკის სურათები. ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე ,,თავისუფალი ზონის” წევრებმა გააკრეს ბანერები წარწერით:  ,, მომავალ წელს სოხუმში ”,  სოხუმი- ჩემი იერუსალიმი".   პრეზენტაციას ესწრებოდნენ  ,, ერთიანი ნაციონალური მოძრობის ”  წევრებიც.

284ca13d12e0t

პარალელურად,  შენობის გარეთ  "საზოგადოებრივი დარბაზის" წარმომადგენლები  და "ქართული ოცნების" აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავდნენ.   ისინი იმ შენობაში შესვლას ცდილობენ, სადაც  წიგნის პრეზენტაცია მიმდინარეობდა.

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენჯერმე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა,  რისი მიზეზიც მომიტინგეების მხრიდან კორდონის გარღვევის და იმ შენობაში შეჭრის მცდელობა გახდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ ღონისძიებას მართავდა.   დაშავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე და ერთი სამართალდამცველი, რომლებიც ზუგდიდის ცენტრალურ  საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამასთან, დაკავებულია აქციის ორი მონაწილე  ალექსანდრე მოლაშხია და მურთაზ ლაგვილავა, რომლებიც  დასაკითხად  ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.   რაც შეეხება წიგნის  პრეზენტაციას,  ღონისძიება  დარბაზში  მშვიდ ვითარებაში ჩატარდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.