ყაზახეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის ასილჟან მამიტბეკოვის განცხადებით, ყაზახეთი ფოთში ხორბლის ტერმინალს აღარ ააშენებს.
ასილჟან მამიტბეკოვის თქმით, ყაზახური მხარე ასევე უარს ამბობს ხორბლის ტერმინალის მშენებლობაზე ვლადივასტოკში. ყაზახური მედიის ინფორმაციით, ფოთში ხორბლის ტერმინალის მშენებლობის ნაცვლად, მინისტრის განცხადებით, უმჯობესია ეს თანხები ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად გამოიყოს.
"ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ფოთსა და ვლადივასტოკში ტერმინალების მშენებლობასა და ხორბლის ტრანსპორტირების სუბსიდირებაზე. უმჯობესია, ეს ფული დავხარჯოთ ჩვენი ფერმერების მხარდაჭერაზე, ლიზინგის სუბსიდირებაზე", - აღნიშნა ასილჟან მამიტბეკოვმა.
ფოთში ტერმინალის მშენებლობის შესახებ შეთანხმება ყაზახეთსა და საქართველოს შორის 2007 წლის აპრილში თბილისში გაფორმდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები