ზუგდიდის გამგებლის წარმომადგენელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
11:49 / 09.02.2015
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბეჟან თოდუა დააკავა.ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან განაცხადეს, რომ გამოძიებით დადგენილია, 2015 წლის 7 თებერვალს ბრალდებულმა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით 3 000 აშშ დოლარი აიღო. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები