სოხუმი:"რესპუბლიკის აღიარება - შემდგარი პოლიტიკური ფაქტია"
13:07 / 10.02.2015
დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინსტრომ ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებაზე, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გაწვევის შესახებ, კომენტარი გააკეთა.ნატოს გენერალური მდივნის მოთხოვნა, რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გაწვევისა და იქიდან საკუთარი ჯარების გაყვანის შესახებ - უსაფუძვლოა, ნათქვამია დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. იენს სტოლტენბერგის მიერ მის განცხადებაში გამოყენებული ფორმულირება სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან “აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უკვე დიდი ხანია არ წარმოადგენენ, საქართველოს ნაწილს“, ნათქვამია დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში. გარდა ამისა, ამავე განცახდებაში აღნიშნულია, რომ ორივე რესპუბლიკის დამოუკიდებლობის სტატუსი, რუსეთის გარდა, გაეროს წევრმა ხუთმა სახელმწიფომ აღიარა. ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, ევროპის კიდევ რამდენიმე სტრუქტურის მსგავსად, „არ სურს სამხრეთ კავკასიაში ჩამოყალიბებული პოლიტიკური რეალიების აღიარება“.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები