რუბრიკები
დე ფაქტო აფხაზეთის ვეტერინარული სამსახური ე.წ. საზღვარზე დაბრუნდება
დე ფაქტო აფხაზეთის ვეტერინარულმა სამსახურმა სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მუშაობა განაახლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შემავალი საკვები პროდუქტი შემოწმდება. ამის შესახებ ინტერნეტ გამოცემა Sputnik- Абхазия“ - ს დე ფაქტო ხელისუფლების სასაზღვრო კონტროლის ვეტერინარული სამსახურის უფროსმა ერიკ ანშბამ განუცხადა. მისი თქმით, ე.წ. საზღვარზე უკონტროლობის გამო „საქართველოდან აფხაზეთში ღორის აფრიკულმა ჭირმა და მსხვილი რქოსანი პირტყვის სხვა დაავადებებმა შეაღწიეს. გარდა ამისა, „ ფრინველიც უკონტროლოდ შემოჰყავთ,რასაც აფხაზეთის რამდენიმე სოფელში ფრინველის გაწყვეტა მოჰყვა“- აღნიშნა ანშბამ. სოხუმის მთავარი ვეტერინარი თვლის, რომ საკონტროლო პუნქტების მუშაობის აღდგენის შედეგი,არა მარტო სიტუაციას კარდინალურად შეცვლა, არამედ აფხაზეთის მოსახლეობის მიერ ქართული ფრინველისა და საქონლის შეძენაზე უარის თქმა იქნება. გამოცემის ინფორმაციით, ვეტერინარულმა სამსახურმა მუშაობა 2011 წლიდან შეწყვიტა ფსოუსა და მდინარე ენგურის სასაზღვრო ზოლზე. 2015 წლის იანვრიდან მან მუშაობა განაახლა ფსოუზე. მარტიდან კი კვლავ ამოქმედდება სამეგრელო-აფხაზეთის ადამინისტრაციულ საზღვართან.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.