რუბრიკები
კონფლიქტისპირა სოფელ რიყეში ახალი გზა დაიგება და სპორტკომპლექსი აშენდება
კონფლიქტისპირა სოფელ რიყეში 20 წლიანი პრობლემა წელს მოგვარდება და სოფლამდე მისასვლელი 4 კილომეტრიანი ახალი გზა დაიგება. ინფორმაცია ადგილობრივებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა გააცნო. სოფელ რიყეში სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყება. ლევან შონია ასევე გაეცნო სოფელში არსებული კრივის დარბაზის პრობლემას, დარბაზს აწვიმს, არ აქვს საშხაპე და სპორტული ინვენტარი, გუბერნატორი სპორტსმენებს პრობლემების უახლოეს დღეებში მოგვარებას დაპირდა. სოფელ რიყის საჯარო სკოლაში წელსვე მოეწყობა სპორტდარბაზი, რისთვისაც განათლების სამინისტრო 70 ათას ლარზე მეტს დახარჯავს. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელში, ასევე დაგეგილია სოფლის მხარდაჭერის პროგრამით რამდენიმე პროექტის განხორციელება, რომელსაც თავად სოფლის მოსახლეობა სოფლის კრებაზე აირჩევს. გუბერნატორმა დღესვე კონფლიქტისპირა სოფელში არსებული საბავშვო ბაღიც დაათვალიარეა და არსებულ პრობლემებს გაეცნო, გუბერნატორის განცხადებით, ბაღში იდეალური მდგომარეობა არ არის, მაგრამ დამაკმაყოფილებელია და  შენობა  საჭიროებს რემონტს.  სამხელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ პრობლემის შესახებ იცის და ბაღების რეაბილიტაციის საკითხე მუშაობენ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი რიყე ოკუპირებულ აფხაზეთის მოსაზღვრე სოფელია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.