რუბრიკები
ალბომი ჯიმი ჰენდრიქსის ადრეული ჩანაწერებით მარტში გამოვა
სულ მალე გაყიდვაში ჩაეშვება დისკი ჯიმი ჰენდრიქსის ადრეული ჩანაწერებით, რომლებიც ჯერ კიდევ მაშინ შეიქმნა, სანამ ის ცნობილი მუსიკოსი გახდებოდა. დისკის სახელწოდება, ასე ჟღერს : You Can’t Use My Name: Curtis Knight & The Squires (featuring Jimi Hendrix). ალბომი გამოიცემა კომპაქტ-დისკსა და 150 გრამიან ვინილის ფირფიტაზე. მასში შესულია 14 კომპოზიცია. ალბომში ჰენდრიქსის სიმღერებს შორის ისმის მუსიკა, ამერიკელი მუსიკოსის, კერტის ნაიტის შესრულებით, რომელთანაც ჰენდრიქსი 1965-1966 წლებში მუშაობდა პროდიუსერ ედ ჩალპინთან და მის კომპანიასთან PPX -თან დადებული 3 წლიანი კონტრაქტის თანახმად. სწორედ ეს ხელშეკრულება გახდა დიდი დავის საგანი, რომელზეც მრავალი წლის მანძილზე სასამართლო განხილვა მიმდინარეობდა. სასამართლომ განაჩენი სულ ახლახანს გამოიტანა, რომლის თანახმად ჰენდრიქსის ოჯახის წევრებს უფლება აქვთ შეისყიდონ უფლებები ალბომის გამოშვებაზე. 2009 წელს ჟურნალ ”Time ” -მა ჰენდრიქსი ყველა დროის უდიდეს გიტარისტად დაასახელა. ექსპერტები მას ყველაზე ვირტუოზულ გიტარისტად მოიხსენიებენ როკის ისტორიაში. მისი სახელი შესულია ჰოლივუდის ”დიდების ხეივანსა” და როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. ჯიმი ჰენდრიქსი 1970 წლის 18 სექტემბერს გარდაცვლილი იპოვეს სასტუმრო ”Samarkand” -ის ერთ-ერთ ნომერში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.