მერიის სამსახურების ნაწილი იუსტიციის სახლის ყოფილ შენობაში განთავსდა
13:52 / 23.02.2015
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, მერიის სამსახურების ნაწილი, დროებით, იუსტიციის სახლის ყოფილ შენობაში განთავსდა. აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე შენობაში, რემონტის დასრულებამდე, მუშაობას მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახურები გააგრძელებენ. მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მუშაობას აგრძელებს ქალაქის მერი, ვიცე-მერი, მერის მოადგილე და ადმინისტრაციული სამსახური ( მათ შორის, კანცელარია).
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები