რუბრიკები
ალისა და ნინოზე ფილმს იღებენ
რეჟისორმა ასიფ კაპადიამ სურათის “ალი და ნინო” გადაღება დაიწყო, რომელიც ყურბან საიდის წიგნის ეკრანიზაცია იქნება. სცენარი ქრისტოფერ ჰემპტონმა დაწერა. პროდუსერი კი კრის თაიკიერია. რაც შეეხება მთავარ როლებს, ალისა და ნინოს ადამ ბაკრი და მარია ვალვერდე განასახიერებენ. ფილმში მონაწილეობას მენდი პატინკინი და კონი ნილსენიც მიიღებენ. ისინი ნინოს მშობლებს – გრეგორ და თამარ ყიფიანებს განასახიერებენ. სურათში, ასევე, იხილავთ: რიკარდო სკამარსიოს, ჰომეიუნ ერშადის, ფახრადინ მანაფოვს, ასაად ბუაბს, ნუმენ აკარსა და ჰალიტ ერგენცს. ალი ხანი და ნინო ყიფიანი ბაქოში, აზერბაიჯანში ცხოვრობენ. მე-20 საუკუნის დასაწყისში ეს ადგილი განსხვავებულ კულტურათა ნამდვილი შენადნობია. ალი მაჰმადიანია, ნინო კი – ქართველი ქრისტიანი, რომელიც ევროპისაკენ მიისრაფის. მათ ერთმანეთი ბავშვობიდან უყვართ. ალის ნინოს ცოლად მოყვანა სურს და არაფრად აგდებს კულტურულ და რელიგიურ განსხვავებებს. თუმცა, ეს მათი ერთადერთი პრობლემა არ არის. გარდა იმისა, რომ მშობლების წინააღმდეგობა უნდა დაძლიონ, ისინი აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაშიც უნდა ჩაერთონ და საკუთარი სიყვარული და სურვილები დროებით დაივიწყონ. – ასეთია სიუჟეტი წიგნისა, რომელიც საიდმა 1937 წელს გამოსცა. ის უკვე 33 ენაზეა ნათარგმნი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.